ახალი ამბები
"საქართველოს მთავრობამ ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა"
FaceBook
შეერთებული შტატების მაღალჩინოსანი ერიკა ოლსონი აცხადებს, რომ ვაშინგტონს აწუხებს ის, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ქვეყანაში მიმდინარე ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს, მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განხორციელების მიმართულებით.


"ჩვენ გვაწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ ამ პროცესს. მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა. ჩვენ ძალიან გვსურს ვიხილოთ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ნოემბერში საქართველოში ვიზიტმა მას კიდევ ერთხელ შეახსენა ქართველ ხალხსა და ამერიკას შორის მტკიცე მეგობრობის შესახებ, თუმცა ასევე წარმოაჩინა დემოკრატიული საქმიანობის გაგრძელების საჭიროება, რაშიც სასამართლო და საარჩევნო რეფორმები და კანონის უზენაესობა შედის"
, - განაცხადა ოლსონმა.

ოლსონის გამოსვლა წინ უსწრებს ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტს, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს. ოლსონის განცხადებით, ამერიკა ელოდება საქართველოს მიერ იმ სამომავლო ნაბიჯების შესახებ დაპირებებს, რომლებსაც ქვეყანა მომავალი წლისთვის დემოკრატიის სამიტზე წარმოადგენს.

წყარო: VOA

Print