ახალი ამბები
ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობას ტოვებს
FaceBook
ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს.
ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ  ბრიფინგზე განაცხადა.

"3-წლიანი საკმაოდ ინტენსიური მუშაობის შემდეგ, გავლილი კონსულტაციების შედეგად, როგორც პრემიერთან და ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარესთან, სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, რომ შემდეგი ჩემი საქმიანობა გავაგრძელო პარტია “ქართულ ოცნებაში”, პოლიტსაბჭოში და სწორედ აქედან გავამყარო და გავაძლიერო ქართული ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემები.

ვთვლით, რომ ის პროექტები, რომლებიც იქნა დაწყებული და განხორციელებული, ამით განვითარების გარკვეული ეტაპი უკვე დაიხურა. ჩვენ გადავდივართ სხვა ეტაპზე და ამ ეტაპზე",
-  განაცხადა ტიკარაძემ. 

მისი თქმით, მისთვის ჯანდაცვის მინისტრობა იყო დიდი პასუხისმგებლობა. მან უწყების თანამშრომელს მადლობა.

ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნულ თანამდებობაზე 2019 წელს დაინიშნა.
Print