ახალი ამბები
"მოტყუებული დავრჩით" - ხარაგაულში დაზარალებულები ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებენ
FaceBook
მთელი ოჯახი მოტყუებული დავრჩით და რას გვიპირებენ არ ვიცით," - ამბობს სტიქიის შედეგად დაზარალებული ელენე პაქსაშვილი.


ხარაგაულში, სტიქიის შედეგად დაზარალებული პაქსაშვილების ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

ელენე პაქსაშვილს ადგილობრივმა ხელისუფლებამ სტიქიის შედეგად ამორტიზებული სახლის შეკეთება დაპირდა, თუმცა როგორც დაზარალებულები ირწმუნებიან, მათი სახლის რეაბლიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა.

როგორც ელენე პაქსაშვლი "ქუთაისიპოსთან" საუბარში განმარტავს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაზარალებულებს ასევე არ უხდიან ქირის გადასახადს.

"მესამე თვეა რაც გადმოგვიყვანეს ალტერნატიულ ფართში თუმცა მეპატრონესთვის სრულად არ გადაუხადიათ ქირის გადასახადი, არც სახლის რეაბილიტაცია დაუწყიათ და არც ის ვიცი როდის დაიწყებენ, მთელი ოჯახი მოტყუებული დავრჩით და რას გვიპირებენ არ ვიცით," - ამბობს სტიქიის შედეგად დაზარალებული ელენე პაქსაშვილი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ბიუჯეტში თანხების უქონლობის გამო გადაიდო.

"ქირის თანხა უპრობლემოდ იფარება გამგეობის მხრიდან, რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ბიუჯეტში არ იყო საკმარისი თანხა და დროულად ვერ მოხდა პრობლემის გადაწყვეტა, ახლა უკვე სტიქიით დაზარალებულთა პროგრამის ფარგლებში პაქსაშვილებს გამოეყოთ 1200 ლარი დახმარების სახით, რითაც შევიძენთ სამშენებლო მასალებს და პაქსაშვილების სახლის რეაბილიტაცია დაიწყება," - გამარტავენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

თუმცა ასეთი პასუხის მიუხედავად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვერ აკონკრეტებენ, თუ როდის დაიწყება, ან დასრულდება პაქსაშვილების სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ხარაგაულში, მიმდინარე წლის სექტემბერში, სოციალურად დაუცველ პაქსაშვილების ავარიულ სახლში იატაკი ჩავარდა, ინციდენტის შედეგად, ოჯახში მყოფმა 5 თვის ფეხმძიმე ქალბატონმა ბავშვი დაკარგა.

აღნიშნული ინციდენტის გარდა, ამავე ოჯახის ავარიულ იატაკში 8 წლის მცირეწლოვანი ჩავარადა.
სოციალურად დაუცველი პაქსაშვილების საცხოვრებელი სახლი, სადაც ორი მცირეწლოვანი ცხოვრობს, დანგრევის საშიშროების წინაშე წლების მანძილზეა.

სოციალურად დაუცველებმა დახმარებისთვის ადგილბრივ ხელისუფლებას პირველივე ინციდენტისთანავე მიმართეს.

პაქსაშვილების ოჯახის ალტერნატიუ ფართში იმავე დღეს გადაიყვანეს და საცხოვრებელი სახლის დროულ შეკეთებას დაპირდნენ.
ანა ჯანაშია

Print