ახალი ამბები
"თავისუფლება მიშას" - საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიის წინ
FaceBook

ქუთაისის მერიის წინ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ.



აქტივისტები, პარტიის წევრები და ქუთაისის ახალარჩეული საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

მათი თქმით, ყველა ახალარჩეული საკრებულო არალეგიტიმურია, თუმცა, ისინი ყველა ტრიბუნას გამოიყენებენ მათი ამ მოთხოვნების გასაჟღერებლად, მათ შორის აქციების გზას.



აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მოუწოდეს უარი თქვან ბიძინა ივანიშვილის სამსახურში ყოფნაზე და ისტორიის სწორ მხარეს დადგნენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საქართველოს საზღვარი 28 სექტემბერს გადმოკვეთა. იგი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ამავე დღეს დაიწყო გამოძიება მის მიმართ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით.

 

Print