ახალი ამბები
დღეს, ქუთაისში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართება
FaceBook
9 დეკემბერს, ქუთაისის მერიის წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

აქციაზე შეკრებილები სააკაშვილის გათავისუფლებას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

დღესვე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მესამე პრეზიდენტის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პროცესი გაიმართება.

სხდომა 12:00 საათზე არის ჩანიშნული.

როგორც თავად მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გავრცელებულ წერილში თქვა, იგი პროცესზე დასწრებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საქართველოს საზღვარი 28 სექტემბერს გადმოკვეთა. იგი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ამავე დღეს დაიწყო გამოძიება მის მიმართ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით.

Print