ახალი ამბები
რა უჯდება ქუთაისის მერიას ახალი წელი
FaceBook
ქუთაისის მერია საახალწლო მორთულობებში სოლიდურ თანხას დახარჯავს, თუმცა, საახალწლო განწყობა წელსაც არ გასცდება ცენტრალურ ქუჩებს.

ახალი დეკორაციები და განათებები ძირითადად, ისტორიულ უბანს მოიცავს.

მერიის ააიპ "ქუთგანათების სერვისის" ინფორმაციით, დაგეგმილია 5-6 მოდიფიკაციის მორთულობის შეძენა, რომლებიც რუსთაველის ქუჩასა და თეთრი ხიდის ტერიტორიაზე მოეწყობა. 9 ნაძვის ხე დაიდგმება მუნიციპალიტეტებში, ე.წ. უსაფრთხოების კუნძულებზე.

თეთრ ხიდზე დაიდგმება ფერადი კონსტრუქცია წარწერით: 2022, სადაც მოქალაქეები ფოტოების გადაღებას შეძლებენ. დაგეგმილია, ასევე, რამდენიმე სხვადასხვა ზომისა და ფერის კონსტრუქციების დადგმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.
საახალწლო მორთულობის შეძენა ბიუჯეტს 289 840 ლარი დაუჯდება. მერია 16 660 ლარს დახარჯავს საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაში. ჯამში, საახალწლო განწყობის შესაქმნელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 306 500 ლარი დაიხარჯება.

31 დეკემბერსა და 7 იანვარს სულ 11 ღონისძიება გაიმართება. 31 დეკემბრის ღამეს დაგეგმილია გალა-კონცერტიც, თუმცა, ვინ იქნებიან მასში მონაწილე პირები, ჯერჯერობით უცნობია. უცნობია ისიც, როდის გაანათებს მერია ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს.


ამავე თემაზე: 

Print