ახალი ამბები
ქუთაისში რეზო ჭეიშვილზე წიგნი გამოიცემა
FaceBook
ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მწერალ რეზო ჭეიშვილის შესახებ წიგნი უნდა გამოიცეს.

"რეზო ჭეიშვილის გვერდით" ამ სახელწოდების წიგნის ავტორი ემზარ კვიტაიშვილია. იგი კარგად იცნობდა და მეგობრობდა სახელოვან ქართველ მწერალთან. წიგნის ჟანრი დოკუმენტური რომანია.

Მის ბეჭდვა-დაკაბადონებაში ქუთაისის მერია 5 000 ლარს დახარჯავს.

ქუთაისის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია ქალაქის საკრებულომ 24 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ბიუჯეტში კულტურული სფეროს განვითარებისათვის 8 845 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.


Print