ახალი ამბები
ქუთაისში დამეგობრებული ქალაქების ფესტივალი გაიმართება
FaceBook
ქუთაისში შესაძლებელია დამეგობრებული ქალაქების ფესტივალი მოეწყოს.
ამის შესახებ ქუთაისის ბიუჯეტის პროექტში წერია.

ფესტივალისთვის 70 ათასი ლარია გამოყოფილი.

ფესტივალი კულტურისა და ტურიზმის თემას მიეძღვნება, თუმცა მეტი დეტალი ჯერჯერობით ცნობილი არაა.

Მიმდინარეობს მოლაპარაკებები დაძმობილებულ ქალაქებთან.

ქუთაისს 17 -ზე მეტი დამეგობრებული ქალაქი ჰყავს. ესენია: პოზნანი, აშკელონი, ნიუპორტი, დნეპროპეტროსვკი, დონეცკი, ჟიტომირი, ლვოვი, ხარკოვი, ზაპოროჟიე, კოლუმბია, განჯა, გენზელკირხენი, ვიტორია - გასტეისი, ნიკეა, ტულა პლოვდივი, აშკელონი, რაშთი, სამსუნი, გიუმრი, ტიანძინი, სინჰუა, ლიონი ბაიონი, სომბატჰეი.

Ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ქუთაისში კიდევ ერთი როკ მუსიკის ფესტივალიც უნდა გაიმართოს. Სამისოდ 30 ათსი ლარია გამოყოფილი.

ქუთაისის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია ქალაქის საკრებულომ 24 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ბიუჯეტში კულტურული სფეროს განვითარებისათვის 8 845 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.
Print