ახალი ამბები
მომავლ წელს ვის, რამდენით, გაეზრდება პენსია
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით,  მომავალი წლიდან პენსია იზრდება. 
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, პენსიის გაზრდის სქემა ასეთია:

70 წლამდე პირები მიიღებენ პენსიას 260 ლარი ოდენობით;

70 წელს ზემოთ პირები 300 ლარის ოდენობით;

მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები 70 წლამდე პირები 312 ლარს;

მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები 70 და მეტი ასაკის პირები 360 ლარს;

2022 წელს დაგეგმილია ომის ვეტერანებისთვის 22 ლარიანი დახმარების ზრდაც და ის გახდება 100 ლარი.

პენსიების ზრდას "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა 2020 წლის საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცა.
Print
თეგები: #პენსია