ახალი ამბები
ქუთაისში "ლაღიძის წყლები" გაიხსნა
FaceBook
ქუთაისში წმინდა ნინოს #13 ში ისტორიული "ლაღიძის წყლები" გაიხსნა.


"ლაღიძის წყლები" ერთ-ერთი უძველესი ქართული ბრენდია და არსებობის საუკუნოვან ისტორიას ითვლის.

სხვადასხვა არომატის მქონე გამაგრილებელ სასმელს ზოგიერთი ამერიკელი სპეციალისტი ადარებს კვერცხის კრემს, მაგრამ ავთენტური ქართული სასმელი არ შეიცავს არც რძეს და არც შოკოლადის სიროფს.

სახელწოდება მომდინარეობს მიტროფანე ლაღიძისგან, ქუთაისელი ფარმაცევტისგან. მიტროფანე ლაღიძემ 14 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა ქუთაისში კოკოჩაშვილისა და ივანოვსკის აფთიაქში, სადაც პატარა ლიმონათის წარმოებაც ჰქონდათ. სწორედ აქ შეისწავლა მიტროფანემ უალკოჰოლო სასმელების წარმოების მეთოდი და 1887 წელს, იანოვსკის გარდაცვალების შემდეგ, ამ საქმეს თვითონ ჩაუდგა სათავეში.

1900 წელს "ძმები ლაღიძეების" ქარხანამ ქუთაისში დაიწყო საკუთარი, უნიკალური რეცეპტების დამზადება ბალახებისა და ხილის შეზავებით.


მ. ლაღიძემ, პირველად სასმელების დამზადების ისტორიაში, ნატურალური ხილის წვენებისა და ნაყენების გამოყენების საკითხი გადაჭრა. იგი განსაკუთრებით ყურადღებას აქცევდა ნედლეულის ხარისხსა და სასმელების წარმოების ტექნოლოგიის დაცვას. სწორედ ამის გამო გაითქვა სახელი ლაღიძის სასმელებმა არამარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.

1913 წელს პეტერბურგსა და ვენაში სასმელთა საერთაშორისო გამოფენაზე ლაღიძის სასმელებმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა, ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა.

დღეს "ლაღიძის წყლები" აწარმოებს სხვადასხვა ნატურალური არომატის წყლებს, მათ შორის - კომშის, მსხლის, ციტრუსების, ალუბლის, ტარხუნის და სხვა.
Print