ახალი ამბები
თავისუფალი საქართველო ქუთაისის მერს - მიხედოს ქალაქს
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველო"-ს იმერეთის ორგანიზაცია, ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას მოუწოდებს, ქალაქში გზების რეაბილიტაციის პროცესს ყურადღება მიაქციოს.
პარტიის ხელმძღვანელი, გოგი წულაია ირწმუნება, რომ ქალაქის მასშტაბით, გზების ორმოული შეკეთება უხარისხოდ ხდება.
"გორის, რუსთაველის და აღმაშენებელის ქუჩებზე ყოველ წელიწადს ხდება გზის ორმოული შეკეთება და მილიონობოთ ლარი იხარჯება ამისთვის, მიზეზი ალბათ ის არის, რომ ქალაქის პირველი პირები ან უნიათოები არიან, ან ფულს ტეხავენ, ამიტომ მოვუწოდებ მურღულიას, მიხედოს ქალაქს,"- ამბობს წულაია.
წულაია ქალაქის მერს ასევე მოუწოდებს, ქუთაისის მერიაში დასაქმებული ყველა ის პირი მოხსნას თანამდებობიდან, ვინც გზების რეაბილიტაციაზეა პასუხისმგებელი.
როგორც ქუთაისი მერიაში განმარტავენ, ქალაქის მასშტაბით გასულ წელს დაგებული გზებიდან, მწყობრიდან არცერთი მონაკვეთი არ გამოსულა.
"შეუძლია გოგიმ ჩამოუაროს და ნახოს შარშან გაკეთებულ არცერთ ადგილზე არ არის გზა გაფუჭებული,"-ამბობს ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს, ქალაქის მასშტაბით სულ 42 ქუჩაზე მოხდება გზების რეაბილიტაცია.
ანა ჯანაშია


Print