ახალი ამბები
"პირბადის ტარების სამარცხვინო მაჩვენებელი გვაქვს" – ამირან გამყრელიძე
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კვლავ დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი.

მისი თქმით, ეს ციფრი მხოლოდ 28% ია, რადგან პირბადე ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია კორონავირუსთან ბრძოლაში.

"პირბადის ტარების მაჩვენებელი როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში გვაქვს სამარცხვინო – 28%, ეს ძალიან ცუდია. არადა, პირბადე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი. აგვისტო-სექტემბრის დროს იყო შემცირებული ქორწილები, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა ისევ ბევრია. პირბადე და თავყრილობების თავიდან არიდება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება. რა თქმა უნდა, მთავარია აცრები. განსაკუთრებით ბოლო ორ კვირაზე მეტია, გაიზარდა ყოველდღიური აცრების რიცხვი"
, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ისაუბრა ვირუსის ახალ ვარიანტზეც და თქვა, რომ "ომიკრონი" ლაბორატორიულად საქართველოში ჯერ არ დადასტურებულა.

5 დეკემბერს, საქართველოში კორონავირუსი 3 410 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 732, გარდაიცვალა 46 პაციენტი.




Print