ახალი ამბები
იმერეთი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა
FaceBook
იმერეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით, ქვეყანაში მეორე ადგილზეა.

გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 686 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  პირველ ადგილზე კი თბილისია. 3 დეკმებერს  დედაქალაქში 1 657 ადამიანი დაინფიცირდა.

იმერეთის კლინიკებში 1 353 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან მძიმეა 508 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო 35 მათგანს ჟანგბადი სჭირდება.

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 3 950 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 014 პაციენტი, გარდაიცვალა 40 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 861 883 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 801 864, გარდაიცვალა 12 298 პაციენტი.


Print