ახალი ამბები																												
					
				
										
											იმერეთი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა									
						
		
								
								
						
							 
						
						
							 
							
						
						
							
															
									11:46 / 04.12.2021								
							
						
					 
					
						
				
			
			
												იმერეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით,
ქვეყანაში მეორე ადგილზეა.
გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 686 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა.  პირველ ადგილზე კი თბილისია. 3 დეკმებერს 
დედაქალაქში 1 657 ადამიანი დაინფიცირდა.
იმერეთის კლინიკებში 1 353 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან
მძიმეა 508 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო 35 მათგანს
ჟანგბადი სჭირდება.
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 3 950
ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 014 პაციენტი, გარდაიცვალა 40
ადამიანი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 861 883 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 801 864, გარდაიცვალა 12 298
პაციენტი.
			 
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები