ახალი ამბები
,,არ გამოვრიცხავ, მივიდეთ სავალდებულო ვაქცინაციამდე'' - ეკატერინე ტიკარაძე
FaceBook

საქართველოში, შესაძლოა, ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.


ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველო სავალდებულო ვაქცინაციამდე ეტაპობრივად მივიდეს.

მისი თქმით, ჯერჯერობით, არსებობს რესურსი, რომ "სწორი კომუნიკაციის საფუძველზე" მოქალაქეები ამცრელ პუნქტებთან მიიყვანონ.

,, როდესაც ჩვენ ორი წელია  პანდემიის პირობებში ვართ და ვიცით, როგორი არის ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა, როგორც ფსიქო-ემოციური, ასევე, ეკონომიკური და სოციალური, მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ფაქტორი იყოს ერთობლივად გათვალისწინებული და აქ არ არის მიზანი მხოლოდ სავალდებულო აცრების დანერგვა, არამედ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სხვა ფაქტორებიც. ეტაპობრივად, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ მივიდეთ სავალდებულო ვაქცინაციამდე'',- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში სავალდებულო ვაქცინაცია ჯერჯერობით არ მოქმედებს. ქვეყანაში ამ ეტაპზე სამი ვაქცინაა ხელმისაწდომი: ფაიზერი, სინოფარმი და სინოვაკი.

 

Print
თეგები: #ვაქცინაცია