ახალი ამბები
კულტურის მინისტრი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, მისი “შეხედულებისამებრ“ დანიშვნას აპირებს
FaceBook
„მინისტრს აქვს კანონით მინიჭებული დისკრეცია,  თავად დანიშნოს შეხედულებისამებრ სამხატვრო ხელმძღვანელი ", – განაცხადა წულუკიანმა დღეს, 3 დეკემბერს, პარლამენტში მოსმენისას.

თეატრების სამხატვრო ხელმღვანელებს როგორც წესი, კონკურსის გზით ირჩევენ. 

თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კონკურსი მომავალი კვირიდან გამოცხადდება, თუმცა რამდენიმეს, თეა წულუკიანის განცხადების გათვალისწინებით, მინისტრი საკუთარი შეხედულებისამებრ დანიშნავს.

„ოცზე მეტ სამხატვრო ხელმძღვანელს გასდის ვადა პირველ იანვარს. ეს ვადა გადიოდა შემოდგომაზე, მაგრამ გახანგრძლივდა რამდენიმე თვით და ამიტომ ჩვენ უკვე მომავალი კვირიდან გამოვაცხადებთ კონკურსებს და დაიწყება სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის პროცესი. თუმცა აქვე გეტყვით, რომ მინისტრს აქვს კანონით მინიჭებული დისკრეცია, რომ არ გამოაცხადოს კონკურსი და თავად დანიშნოს შეხედულებისამებრ სამხატვრო ხელმძღვანელი და მე ვაპირებ, რომ რამდენიმე თეატრის შემთხვევაში, ეს დისკრეციული უფლებამოსილება გამოვიყენო",
– განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანს პარლამენტში კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელის რანგში პირველად უსმენდნენ.

წულუკიანი 2021 წლის 19 მარტს დაინიშნა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად.


Print