ახალი ამბები
„ეს არის მასკარადი“ - ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა დაიწყო
FaceBook
პირველი სხდომა დეპუტატების განცხადებებით გაიხსნა.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არჩევნებს გაუმჭვირვალე და არადემოკრატიულ გარემოში ჩატარებული უწოდეს.
„გილოცავთ, ეს არის პირველი სხდომა, თუმცა, ეს არ გამოხატავს ქუთაისელი ამომრჩევლების თავისუფალ ნებას",-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგა შუშანიამ.

"ეს არის მასკარადი, რადგან ყველა აქ მყოფი ადამიანი ხვდება იმას, რომ სინამდვილეში ოპოზიციაა გამარჯვებული",- განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კახა გაბუნიამ.

ახალი მოწვევის საკრებულო დღეს, 3 დეკემბერს, პირველად შეიკრიბა.

ქუთაისის მეშვიდე მოწვევის 35 წევრიან საკრებულოში, "ქართულმა ოცნებამ" 18 მანდატი მოიპოვა, ოპოზიციამ - 17. მმართველ პარტიას ხუთი მაჟორიტარი ეყოლება, ოპოზიციას - ორი.

მმართველმა პარტიამ საკრებულო ძველი სახეებით დააკომპლექტა. დეპუტატების უმრავლესობა მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრია. სავარაუდოდ, მოქმედი თავმჯდომარე გააგრძელებს ახალი მოწვევის საკრებულოს ხელმძღვანელობასაც.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა.

Print
თეგები: #საკრებულო