ახალი ამბები
"თავისუფლება მიშას" - ოპოზიციის პროტესტი ქუთაისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე
FaceBook
"თავისუფლება მიშას " - ამ სლოგანით არიან წარმოდგენილი ქუთაისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ოპოზიციის დეპუტატები.

ახალი მოწვევის საკრებულო დღეს, 3 დეკემბერს,  პირველად შეიკრიბა.

ქუთაისის მეშვიდე მოწვევის 35 წევრიან საკრებულოში, "ქართულმა ოცნებამ" 18 მანდატი მოიპოვა, ოპოზიციამ - 17. მმართველ პარტიას ხუთი მაჟორიტარი ეყოლება, ოპოზიციას - ორი.

მმართველმა პარტიამ საკრებულო ძველი სახეებით დააკომპლექტა. დეპუტატების უმრავლესობა მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრია. სავარაუდოდ, მოქმედი თავმჯდომარე გააგრძელებს ახალი მოწვევის საკრებულოს ხელმძღვანელობასაც.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა.


Print