ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრი დეკემბრიდან სპექტაკლების ჩვენებას განაახლებს (აფიშა)
FaceBook
მესხიშვილის თეატრი 7  დკემბრიდან  მუშაობას განაახლებს.

წარმოდგენილი იქნება 6 სპექტაკლი, მათ შორის,  ერთი პრემიერა „ჯადოსნური წრე“.




სპექტაკლის დადგმა, ნიკოლოზ წულუკიძის იგავ -არაკების მიხედვით, გიორგი კაშიამ განახორციელა.

პრემიერა 28 დეკემბერს გაიმართება.

მესხიშვილის თეატრი ორი კვირის განმავლობაში დაიხურა კორონავირუსის გავფრცელების გამო. შესაბამიიად შეწყვეტილი იყო სპექტაკლების ჩვენება.

ამავე პერიოდში მესხიშვილის თეატრის დასის ნაწილი გასტროლზე იმყოფებოდა სლოვენიაში. მათ ქალაქ ნოვო გორიცაში ორი სპექტკლი წარადგინეს.

Print