ახალი ამბები
საქართველოს სამოცამდე მოქალაქე დაადეპორტეს
FaceBook
გერმანიიდან და შვედეთიდან საქართველოს სამოცამდე მოქალაქე დაადეპორტეს.
სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს თქმით, დეპორტირებული ქართველები უკვე სამშობლოში იმყოფებიან.

"გერმანიიდან და შვედეთიდან მოხდა გაერთიანებული დეპორტაცია. დაახლოებით, საქართველოს 60-მდე მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში. თავშესაფრის მიზეზად ისინი ასახელებენ ეკონომიკურ სიდუხჭირეს თავიანთ ქვეყანაში და ჯანმრთელობის მდგომარეობას'',
- ამბობს ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს ფრონტექსის წარმომადგენელი ირმა ცირამუა.


2021 წელს ეს საქართველოს მოქალაქეთა ოცდამეათე დეპორტაციაა.
Print
თეგები: #დეპორტი