ახალი ამბები
ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს
FaceBook
ქუთაისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია აირჩიეს.
ირაკლი შენგელიას საკრებულოს დეპუტატების 18 ერგო

მეორე კანდიდატმა ბესიკ ბრეგაძეს 14 ხმა მიიღო.

თავმჯდომარის მოადგილეებად საკრებულომ გია ბასილაძე, პაატა ლილუაშვილი და თეიმურაზ ნადირაძე აირჩია. ყველა მათგანი პარტია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. 

თავმჯდომარე საკრებულოს დეპუტატებმა  ფარული კენჭისყრის შედეგად აარჩიეს.


ირაკლი შენგელია მეექვსე მოწვევის საკრებულოს დეპუტატიც იყო, სადაც იგი ბოლო ერთი წელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობასაც ასრულდა. 

ქუთაისის მეშვიდე მოწვევის 35 წევრიან საკრებულოში, "ქართულმა ოცნებამ" 18 მანდატი მოიპოვა, ოპოზიციამ - 17. მმართველ პარტიას ხუთი მაჟორიტარი ეყოლება, ოპოზიციას - ორი.


მმართველმა პარტიამ საკრებულო ძველი სახეებით დააკომპლექტა. დეპუტატების უმრავლესობა მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრია. სავარაუდოდ, მოქმედი თავმჯდომარე გააგრძელებს ახალი მოწვევის საკრებულოს ხელმძღვანელობასაც.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა.

 

Print