ახალი ამბები
საკოორდიანციო საბჭო მწვანე პასპორტის ტრანსპორტში ამოქმედებას განიხილავს
FaceBook
"მწვანე პასპორტი" შესაძლოა საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც ამოქმედდეს.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭო მწვანე საშვის ტრანსპორტში ამოქმედებასაც განიხილავდნენ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა.

მისი თქმით, საბჭო კონსულტაციებს გადის, რათა ეფექტური შედეგი მიიღონ და ამის შემდეგ დაწესდება რეგულაცია ტრანსპორტზე.

"მე გეთანხმებით, რომ ტრანსპორტი შეიცავს გარკვეულ რისკებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ არ შეიძლება, რეგულაცია არ დაწესდეს მხოლოდ რეგულაციისთვის. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დაწესებული რეგულაცია იყოს აღსრულებადი. ტრანსპორტის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პრობლემებს, რომ ეს იქნება მხოლოდ ფიქციური რეგულაცია. ამისათვის ჩვენ, რა თქმა უნდა, ინტენსიურად გავდივართ კონსულტაციებს, როგორ შეიძლება ტრანსპორტში ამოქმედებული მწვანე საშვი იყოს უფრო მეტად აღსრულებადი და კონტროლირებადი. მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით, ალბათ, რა რეკომენდაციებს გავცემთ და როგორი იქნება შემდგომში რეგულაცია ტრანსპორტთან მიმართებაში'',
- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში პირველ დეკემბრიდან ე.წ. "მწვანე პასპორტი" ამოქმედდა. სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები, რესტორნები, კაფეები, ბარები, ღია და დახურული სივრცეები, კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, ოპერა, გასართობი ობიექტები, სამორინეები და სათამაშო დარბაზები, სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები, სამთო კურორტების საბაგიროები.

Print