ახალი ამბები
დღეს ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულო პირველ სხდომას გამართავს
FaceBook
ქუთაისის მეშვიდე მოწვევის საკრებულო პირველად შეიკრიბება.
პირველი სხდომა,  რომელსაც ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილი გახსნის, პროცედურულ საკითხვებს დაეთმობა, რის შემდეგაც მოხდება საკრებულოს სამანდატო და ხმის დამთვლელი დროებითი კომისიების არჩევა.

დროებითი კომისიები ეტაპობრივად აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეებს, ასევე მოხდება ფრაქციების და კომისიების დაფუძნება და მათი წევრების განსაზღვრა.

ქუთაისის მეშვიდე მოწვევის 35 წევრიან საკრებულოში, "ქართულმა ოცნებამ" 18 მანდატი მოიპოვა, ოპოზიციამ - 17. მმართველ პარტიას ხუთი მაჟორიტარი ეყოლება, ოპოზიციას - ორი.

მმართველმა პარტიამ საკრებულო ძველი სახეებით დააკომპლექტა. დეპუტატების უმრავლესობა მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრია. სავარაუდოდ, მოქმედი თავმჯდომარე გააგრძელებს ახალი მოწვევის საკრებულოს ხელმძღვანელობასაც.

ვინ შევიდა ახალი მოწვევის საკრებულოში, ნახეთ აქ.


Print