ახალი ამბები
ფოტოკონკურსი „ილო 2021“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
FaceBook
„ის იყო არაფერი, მაგრამ იყო ყველაფერი", - ასე მოიხსენიებდა მწერალი ოტია იოსელიანი ქუთაისელ ფოტოგრაფ ილო ხახიაშვილს, რომლის  სახელობის ფოტოკონკურს წელს 15 წელი შეუსრულდა.

პანდემიის მიუხედავად ფოტოკონკურსი წელსაც ჩატარდა და გამარჯვებულებიც გამოვლინდა.

წლევანდელი კონკურსის ძირითადი თემა გახლდათ  "პორტრეტი“, ასევე,  ნომინაცია “მობილური ფოტო“.  ყველა ნომინაციაში სამი გამარჯვებული გამოავლინეს.

ძირითადი კონკრუსის გამარჯვებულები გახდნენ:

ირაკლი ბიგვავა - პირველი ადგილი (900ლარი),

გიორგი კილაძე  - მეორე ადგილი (650 ლარი),

ნათია ფხაკაძე - მესამე ადგილი (400 ლარი).






მობილური ფოტოს გამარჯვებულები არიან:

პირველი ადგილი  - ირმა ხაფავა (500 ლარი),
მეორე ადგილი -ივანე ჩაფიძე (400 ლარი),
მესამე ადგილი - პატა ნემსიწვერიძე (300 ლარი).

კონკრუსში სულ 52 ნაუშევარი შევიდა 26 უცხოელი და 20 ქართველ ავტორის. 6 ნამუშევარი ჟიურიმ არ მიიღო.

გამარჯვებულებიდან ყველა ქუთაისელია.

დაჯილდოების ცერემონიის გარდა, ილო ფოტოგრაფზე ფილმის ჩვენებაც მოეწყო. იგი მერაბ ქაჯაიამ მოამზადა. 

დაჯილდოების საღამოზე წარმოდგენილი იყო წიგნის პრეზენტაცია. "ილო ფოტოგრაფი", რომლის ავტორიც ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი გახლდათ.

ფოტოკონკურსი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით იმართება.
Print