ახალი ამბები
ქუთაისის მერია საახალწლო დოკორაციების და ელექტრონათურების შესაძენად 289 840 ლარს დახარჯავს
FaceBook
ქუთაისის მერია ქუჩების საახალწლოდ მოსართავად 289 840 ლარს დახარჯავს.
საერთო ჯამში, სწორედ ამ თანხას გადაუხდის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ააიპ "ქუთგანათება"  შპს "პროცესორს" და შპს "დანდის", რომლებაც ამ თანხის სანაცლოდ საახალწლო დეკორაციები და განათებები უნდა მიაწოდოს. 

შპს "პროცესორმა"  სახელმწიფო შესყიდვის შედეგად (NAT210020714) აიღო პასუხისმგებლობა, რომ იგი 190  000 ლარად ააიპს დეკორაციებს ეტაპობრივად, ხოლო 99 840 ლარად  ელექტრონათურებს შპს  "დანდი" (NAT210021291) მიაწოდებს. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საახალწლო მორთულობებით, რუსთაველის ქუჩის ნაწილი, (მერიის მიმდებარე ტერიტორია), ცენტრალური მოედანი და თეთრის ხიდის მიმდებარე ტერიტორია გაწყობა. 

რაც შეეხება მათ მონტაჟს და ნაძვის ხის დადგმას,  ააიპ "ქუთგანათებაში" განმარტავენ, რომ ამაზე თავად იზრუნებენ.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მერიას ამ დრომდე არ აქვს გეგმა თუ რა ღონისძიებები ექნებათ საახალწლოდ.

2021 წელს ქუთაისის მერია ზეიმის გარეშე შეხვდა, თუმცა "მოკრძალებული" აღნიშვნა ბიუჯეტს  143 587 ლარი დაუჯდა.





Print