ახალი ამბები
ქუთაისის მერი საბავშვო ბაღების გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასების მომატებას დაპირდა
FaceBook
ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ბაგა-ბაღების იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებმაც ხელფასის მომატების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

მერმა შეხვედრისას აქციის მონაწილეებს აცნობა, რომ 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 300 ათასი ლარი, რაც სკოლამდელ დაწესებულებეში ხელფასების მომატებას გულისხმობს.

"ქალაქში არსებული 35 საბავშვო ბაღიდან ოთხში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. ჩვენ გვინდა ყველა პედაგოგს ვუთხრათ, რომ ასეთი დამოკიდებულება აზარალებს ბავშვებს, ამიტომ ერთად, ვიზრუნოთ მომავალი თაობის კეთილდღეობაზე.
აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ ბაგა-ბეღები ქუთაისის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს აშენდა 2 ახალი საბავშვო ბაღი ,გარემონტდა რამდენიმე შენობა. ცვლილებები შეეხო კვების რეჟიმს, სადილს და სამხარს დაემატა საუზმე და გახდა სამჯერადი. პირველი ცვლის პედაგოგებს შრომა შეუმსუბუქდათ. დაემატა მეორე ცვლის აღმზრდელები, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველი ცვლის პედაგოგი მუშაობს 3 საათამდე და არა 6 საათამდე, როგორც ეს ადრე ხდებოდა," - განაცხადა ქუთაისის მერმა.

35 საბავშვო ბაღში 309 მეორე ცვლის პედაგოგი დაემატა. მათი დაფინანსება წლის მანზილზე 648 900ლარია.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ბაგა-ბაღების დაფინანსება 2 790 000 ლარით გაიზარდა.
Print