ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს
FaceBook
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დაესწრება, ის უკვე მიიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდნენ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები და თანაპარტიელები.

სასამართლო პროცესი 11 საათზეა ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განიხილავს.

2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება. ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იგი მსჯავრდადებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე, თუმცა, მას 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუუქმა. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
Print