ახალი ამბები
დღეიდან ბუნებრივი აირის ტარიფი იზრდება
FaceBook
1-ლი დეკემბრიდან გაზის ტარიფი იზრდება. ცვლილება "ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ" სემეკის დადგენილებაში შედის, რომელიც ძალაში სწორედ დღეიდან შევა.
სად და რამდენით გაძვირდება ბუნებრივი აირი:


შპს "დიდი დიღმის" მომხმარებებს გაზი 1 თეთრით გაუძვირდება. დადგენილების მიხედვით, 1 კუბური მეტრი გაზის ფასი (დღგ-ს ჩათვლით) 57 თეთრით განისაზღვრება;

შპს "თელავგაზის" მომხმარებელსაც (თელავის მოსახლეობას) ტარიფი 1 თეთრით გაეზრდება და 1 კუბური მეტრის ღირებულება (დღგ-ს ჩათვლით) 58.864 თეთრი იქნება;

შპს "საჩხერგაზის" მომხმარებლებისთვის ტარიფი 0.635 თეთრით იზრდება და 1 კუბური მეტრი გაზის ფასი 55.276 თეთრი იქნება. კომპანია საჩხერის მუნიციპალიტეტს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებს წასრი, ითხვისის ემსახურება;

შპს "დი-ვი-ეს"-ისთვის ტარიფი 0.500 თეთრით იზრდება და 1 კუბური მეტრის ფასი 51.789 თეთრი იქნება. კომპანია გარდაბნის რაიონის სოფელ ყალაჯარალას ემსახურება;

შპს "ყამარი მ"-სთვისაც ტარიფი 1 თეთრით გაიზრდება და 1 კუბური მეტრი გაზის ფასი 51 თეთრი იქნება. კომპანია ემსახურება მუხიანის აგარაკებს.
Print