ახალი ამბები
უვადო "მწვანე პასპორტს" უჩივიან
FaceBook
ადვოკატებმა ანა არგანაშვილმა და ანა აბაშიძემ სასამართლოში უვადო ,,მწვანე პასპორტის''  წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.
ადვოკატები ითხოვენ, სასამართლომ უახლოეს ორ დღეში დაავალდებულოს მთავრობა, წარმოადგინოს არგუმენტაცია კოვიდგატანილებისთვის "მწვანე პასპორტის" უვადოდ გაცემის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

იურისტი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ქართველი და უცხოელი ექიმების კვლევებზე დაყრდნობით, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კანონის ეს ნაწილი მეცნიერულ მტკიცებულებებს არ ეყრდნობა, მსგავსი მეთოდით პანდემიის მართვა სახიფათო და საზიანოა.

"კოვიდგადატანილებისთვის „მწვანე პასპორტი“ არ შეიძლება სამუდამო იყოს, მით უფრო, რომ ვირუსი მუდმივ მუტაციას განიცდის და ახალი შტამები ჩნდება", - განმარტავენ იურისტები. 

თუ ორ დღეში სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, იურისტები მის საერთაშორისო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.

დღეიდან კაფეებში, რესტორნებში, კინოთეატრებში მხოლოდ ისინი პირები შევლენ, ვისაც "მწვანე პასპორტი" ექნება.

,,მწვანე პასპორტი'' აღება შეუძლიათ პირებს, რომლებიც

ან ორჯერაა აცრილი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით

ან ჩატარებული აქვს 72 საათის ვალიდურობის პისიარ ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის სწრაფი ანტიგენ ტესტი

ან გადატანილი აქვს კოვიდი.

Print