ახალი ამბები
თამბაქოს მოხმარებასა და რეალიზაციაზე კანონი მკაცრდება
FaceBook
საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებთან თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციაზე კანონი გამკაცრდება.
თამბაქოს რეალიზაცია ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო და პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებში ან მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში დაჯარიმდება 500 ლარით, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს 1000 ლარიან ჯარიმას.

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება პირებს ბრენდის გაფართოებისთვის, აგრეთვე სავაჭრო ობიექტში, თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო მოწყობილობების შიდა ან გარე ნაწილზე აღნიშვნების, სურათების, სპეციალური განათების, ციფრული მასალის ან ტექსტების განთავსებისთვის.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების პროექტი ინიცირებისთვის მზად არის, რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

თამბაქოს მოწევა, ასევე, შესაძლოა აიკრძალოს  ტაქსში და კერძო ავტომობილში თუ მასში არასრულწლოვანი იმყოფება.

ცვლილების მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ თამბაქოს მოწევა დაჯარიმდება 200 ლარის ოდენობით.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორები ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და მისი პირველი მოადგილე ლადო კახაძე არიან.
Print
თეგები: #თამბაქო