ახალი ამბები
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება
FaceBook
პირველი დეკემბრიდან საქართველოს არავაქცინირირებული მოქალაქეები კვების, გართობისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში ვეღარ შევლენ. ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით ე.ეწ. "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.

"1 დეკემბრიდან მომხმარებელს მხოლოდ "მწვანე სტატუსის" ქონის შემთხვევაში შეეძლება ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები, რესტორნები, კაფეები, ბარები, ღია და დახურული სივრცეები, კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, ოპერა, გასართობი ობიექტები, სამორინეები და სათამაშო დარბაზები, სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები, სამთო კურორტების საბაგიროები.

"მწვანე სტატუსის" ქონა არ არის სავალდებულო 18 წლამდე პირთათვის.


ვინ არის "მწვანე სტატუსის" მქონე პირი?

სრულად ვაქცინირებული (ან)

72 საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის Pჩღ ტესტის მქონე (ან)

24 საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის ანტიგენ-სწრაფი ტესტის მქონე (ან)

კოვიდ გადატანილი

შენიშვნა: თუ პირს მწვანე სტატუსი მინიჭებული აქვს ჩატარებული Pჩღ ან ანტიგენ-სწრაფი ტესტის საფუძველზე – მწვანე სტატუსი შეუწყდება ტესტის ვადის გასვლისთანავე

როდის მიენიჭება პირს "მწვანე სტატუსი"?

ვაქცინაციის მეორე დოზის ჩატარების შემდეგ

Pშღ და ანგიგენის ტესტის ნეგატიური პასუხის მიღების (ლაბორატორიის მიერ პასუხის სისტემაში ატვირთვის) შემდეგ

კოვიდის ოფიციალურად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ

რა არის მწვანე პასპორტი?

ჩოვიდPასს Gეორგია – აპლიკაციაში რეგისტრაციის გზით მიღებული Qღ კოდი (ან)

მოჰ.გოვ.გე – საიტზე რეგისტრაციის გზით მიღებული Qღ კოდი (ან)

საქართველოში ვაქცინაციის ცენტრებში, კლინიკებსა და იუსტიციის სახლებში დაბეჭდილი დოკუმენტის Qღ კოდით (ან)

ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და EU Dიგიტალ ჩOVID ჩერტიფიცატე სისტემაში ინტეგრირებული სხვა ქვეყნების ოფიციალური უწყების მიერ დაბეჭდილი დოკუმენტის Qღ კოდით ან ელექტრონულად მინიჭებული Qღ კოდით


"მწვანე პასპორტის" მისაღებად აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია 17 ნოემბრიდან.


გადმოწერეთ აპლიკაცია: iPhone https://apps.apple.com/us/app/georgia-e-health/id1590322048 Android https://play.google.com/store/apps/details...
Print