ახალი ამბები
"ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც დღეს ერთი ელჩი წამოარტყამს ხელს და ხვალ მეორე“ - სააკაშვილი
FaceBook
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოვიდა.
მან ილაპარაკა იმ პრობლემებზე, რის წინაშეც ახლა საქართველოს დგას. მათ შორის, ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხით. 

სააკაშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს Საქართველო იყო Ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმატორი ქვეყანა. 

"ოთხჯერ გაიზარდა ეკონომიკა ჩემი პრეზიდენტობის დროს.  ეროვნული დოვლათი გაიზარდა 4 ჯერ, ბიუჯეტი 12 ჯერ. ბოლო 9 წელიწადში ეკონომიკა არ გაზრდილა არც ერთი პროცენტით. ეᲡ არ არის ტრაგედია?! "

სააკაშვილმა  აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს საერთაშორისო არენაზეც კრიზისი უდგას. 

"ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც დღეს ერთი ელჩი წამოარტყამს ხელს და ხვალ მეორე. ჩემი პრეზიდენტობის დროს, სამი პრეზიდენტი ჩამოვიდა. ეს არის ქვეყანა,  სადაც 6 ევროპელი ლიდერი სიცოცხლის რისკის ფასად ჩამოვიდა და დადგა მოედანზე. 2008 წელს დიდი სამიტი გაიმართა  საქართველოს დასაცავად.  ეს იყო ქვეყანა,  სადაც ტურისტულ სეზონს გვიხსნიდა მონაკოს პრინცი, ოპერის სეზონს გვიხსნიდნენ კარერასი და დომინგო. ყველა გიჟს მეძახდა, რომ ვამბობდი 5 მილიონი იქნებოდა ტურისტების რიცხვი და 8 მილიონი გახდა. ეს იყო ქვეყანა, სადაც რამდენიც არ უნდა გადაწეროთ ისტორია, სააკაშვილი იქნება ქალაქებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებელი. ბათუმი არის სააკაშვილის აშენებული. რომ დამცლოდა, ლაზიკაც იქნებოდა პირველი პორტი შავ ზღვაზე“, - განაცხადა სააკაშვილმა პროცესზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პარალელურად, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები აქციას მართავენ თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან.

Print