ახალი ამბები
"ქუთაისელები არ უნდა ცხოვრობდნენ ქალაქში, სადაც პარლამენტთან ძროხები ძოვენ"
FaceBook
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, სადაც საზოგადოებას მიმართავს, ქუთაისზეც ისაუბრა.

მისი თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს ქუთაისი ახალ ქალაქად იქცა, მაგრამ მოქმედმა ხელისუფლებამ იგი ისეთ ქალაქად აქცია, სადაც პარლამენტთან ძროხები ძოვენ.

"ქუთაისი პრაქტიკულად ახალ ქალაქად იქცა, იმიტომ რომ ჩემი კონცეფცია იყო რეგიონების განვითარება. ქუთაისელები უნდა ამაყობდნენ, რომ მაგარ ქალაქში ცხოვრობენ და არა იმ ქალაქში, რადაც აქციეს, ქალაქში, სადაც პარლამენტთან ძროხები ძოვენ",
- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პროცესზე.

მან მოქალაქეებს შეკითხვითაც მიმართა." არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა, სიყვარული და სითბო, გამარჯვების ზეიმი?"

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პარალელურად, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები აქციას მართავენ თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან.
Print