ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო
FaceBook
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესს  ესწრებიან მისი ადვოკატები, დედა, გიული ალასანია და თავად მიხეილ სააკაშვილი. 

პარალელურად, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები აქციას მართავენ  თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან. 

მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების მითვისებას ედავება. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც.

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე, თუმცა, მას 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუუქმა.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს.
Print