ახალი ამბები
კორონავირუსის 29 ნოემბრის სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 954 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 4 477 ადამიანი, გარდაიცვალა 47 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 840 593 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 783 987 ადამიანი, გარდაცვლილია 11 974 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან: თბილისში გამოვლინდა 1 015, აჭარა - 105, იმერეთი - 313, ქვემო ქართლი - 97, შიდა ქართლი - 95, გურია - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 106, კახეთი - 84, მცხეთა-მთიანეთი - 46, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.


საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Print