ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება
FaceBook
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სასამართლო პროცესს დაესწრება.
ინფორმაცია ამის შესახებ უკვე დაადასტურა სპეციალურმა  პენიტენციურმა  სამსახურმა.

29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

სხდომა 11:00 საათზე ჩატარდება.

გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან უკვე გავიდა პენიტენციური სამსახურის ავტომანქანა ესკორტის თანხლებით.

პროცესის პარალელურად, სასამართლოს შენობასთან უკვე იკრიბებიან ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები.

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების მითვისებას ედავება. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც.


მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე, თუმცა, მას 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუუქმა.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს.



Print