ახალი ამბები
ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის გრაფიკი
FaceBook
ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის პრობლემურ მუშაობაზე მგზავრები მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანის შემდეგაც საუბრობენ. 
"ყოველდღე ნერვები მაწყდება ტრანსპორტის ლოდინში. ამ ქალაქს მაინც არფერი შველის არც მუნიციპალური ავტობუსები", - ამბობენ მგზარები. 

შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის" მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქალაქში ტრანსპორტი დღის განმავლობაში შემდეგი  ინტერვალით მოძრაობს: დილის 08:00 საათიდან ავტობუსებებზე 12 წუთიდან 60 წუთიანი ინტერვალი აქვთ, ხოლო საღამოს 20:00 საათის შემდეგ 23:00 საათამდე ეს ინტერვალი გაორმაგებულია. აღსანიშნავია, რომ მოძრაობის ინტერვალი ათივე საავტობუსო ხაზისთვის სხვადასხვაა. 

ნახეთ რამდენი ავტობუსი მუშაობს თითოულ ხაზეე და როგორია მათი მოძრაობის ინტერვალი:

წრიული (მარჯვენა) 9 ავტობუსი, ინტერვალი 7 წუთი, 20:00 სთ-ის შემდეგ ინტერვალი 14 წუთი;

წრიული (მარცხენა)7 ავტობუსი, ინტერვალი 7 წუთი, 20:00 საათის შემდეგ ინტერვალი 14 წუთი;

#3 სვლაგეზზე მოძრაობს 2 ავტობუსი, ინტერვალი 35 წუთი, 20:00 საათის შემდეგ ინტერვალი 70 წუთი;

#4 სვლაგეზზე მოძრაობს 9 ავტობუსი, ინტერვალი 12 წუთი, 20:00 საათის შემდეგ ინტერვალი 24 წუთი;

#5 სვლაგეზზე მოძრაობს 3 ავტობუსი , ინტერვალი 60 წუთი, 20:00 საათის შემდეგ,ინტერვალი 120 წუთი;

#10 სვლაგეზზე მოძრაობს 3 ავტობუსი, ინტერვალი 25 წუთი, 20:00 საათის შემდეგ,ინტერვალი 40 წუთი;

#19 სვლაგეზზე მოძრაობს 6 ავტობუსი,ინტერვალი 17 წუთი, 20:00 საათის შემდეგ, ინტერვალი 30 წუთი;

#20 სვლაგეზზე მოძრაობს 6 ავტობუსი, ინტერვალი 17 წუთი, 20:00 საათის შემდეგ, ინტერვალი 34 წუთი;

25 სვლაგეზზე მოძრაობს 6 ავტობუსი, ინტერვალი 15 წუთი, 20:00 საათის შემდეგ, ინტერვალი 30 წუთი;

#31 სვლაგეზზე მოძრაობს 6 ავტობუსი, ინტერვალი 15 წუთი, 20:00 საათის შემდეგ, ინტერვალი 30 წუთი.

მუნიციპალური ტრანსპორტი ქუთაისში გასულ წელს შემოვიდა.
Print