ახალი ამბები
ტყიბულის ღია კარიერზე დაშავებული მუშა მართვით სუნთქვაზე იმყოფება
FaceBook
ტყიბულში, მამაკაცი, რომელიც ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერიდან ამოიყვანეს, ქუთაისის კლინიკაში მკურნალობს.
ქუთაისის რეფელარულ კლინიკაში განმარტავენ, რომ დაშავებული მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.

კლინიკის ექიმი დავით ჯანაშია ამბობს, რომ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში ფილტვებისა და გულმკერდის დაჟეჟილობით, ასევე ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომით შეიყვანეს. შემთხვევა ტყიბულში გუშინ მოხდა. კარიერზე მიწის მასაში ორი ადამიანი მოყვა. 

27 ნოემბერს , ტყიბულში, ღია კარიერზე უბედური შემთხვევა მოხდა. მიწის მასა ჩამოიშალა და ორი მუშა მიწის ქვეშ მოჰყვა. სამუშაოების მწარმოებელმა მომხდარის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც იგი მუშებს ვერ დაუკავშირდა და მათ სანახავად ადგილზე მივიდა.

მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.
Print