ახალი ამბები
ტყიბულის კარიერზე მიწის ქვეშ მოყოლილი მეორე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
FaceBook
ტყიბულში, ღია კარიერზე მომხდარი უბედური შემთხვევის დროს ჩამოშლილი მიწის მასაში მოყოლილი მამაკაცი,  მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.
45 წლის მამაკაცის ცხედარი უკვე ამოასვენეს. მაშველები მას შვიდი საათის განმავლობაში ეძებდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა კარიერიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა შეძლეს.  65 წლის მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ტყიბულში, ღია კარიერზე, სადაც ორი მუშა გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა, მიწის მასა დღის 2 საათისთვის ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად ორივე მამაკაცი მიწის ქვეშ აღმოჩნდა. სამუშაოების მწარმოებელმა მომხდარის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც იგი მუშებს ვერ დაუკავშირდა და მათ სანახავად ადგილზე მივიდა. იგი ამ დროისთვის ტყიბულის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

ტყიბულის მერიის ინფორმაციით, კარიერზე ქვანახშირის მოპოვება უნებართვოდ ხდებოდა, შესაბამისად, გამორიცხული არ არის, მომხდართან დაკავშირებით კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

Print