ახალი ამბები
ტყიბულში მაშველები მიწის მასაში მოყოლილი ერთი ადამიანის ამოყვანას ცდილობენ-მეორეს ეძებენ
FaceBook

ტყიბულში, სადაც  ერთ-ერთ კარიერზე მიმდინარე სამუშაოების დროს მიწის  მასა  ჩამოიშალა, მაშველებმა ერთი ადამიანი იპოვეს, თუმცა, მისი ამოყვანა ჯერ ვერ ხერხდება.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები პარალელურად ეძებენ მეორე ადამიანს, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე მიწის ქვეშ არის მოყოლილი.

"მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ-ერთ ადამიანამდე ჩასვლა. მოქალაქე იმყოფება კონტაქტურ მდგომარეობაში და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი უსაფრთხო ადგილზე გამოყვანის ღონისძიებები. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მეორე მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიება"
, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, იმერეთის მთავარი სამმართველოსა და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. მობილიზებულები არიან ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები.


ტყიბულში, ქვანახშირის კერძო მოპოვების კარიერში მიწის მასა სამი საათის წინ ჩამოიშალა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მიწის მასის ქვეშ  40 და 60 წლამდე ორი ადამიანია  მოყოლილი.


ტყიბულის მერიის ინფორმაციით, კარიერზე ნახშირის მოპოვება უნებართვოდ ხდებოდა.

 

Print