ახალი ამბები
სატრანსპორტო საშუალებაში თამბაქოს მოწევაზე სანქცია წესდება
FaceBook

ტაქსიში თამბაქოს მოწევის აკრძალვა იგეგმება.


თამბაქოს მოწევა აიკრძალება ავტომობილშიც, თუ მასში არასრულწლოვანი იმყოფება.

თამბაქოს მოწევის აკრძალვა იგეგმება კატერზეც.

ამასთან დაკავშირებით "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი ინიციირებისთვის მზად არის, რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

ცვლილების მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ თამბაქოს მოწევა დაჯარიმდება 200 ლარის ოდენობით.

ჯარიმა წესდება მძღოლის მიერ თამბაქოს მოწევისთვის ავტომობილში, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებით არასრულწლოვანის გადაყვანა ხდება, ამ შემთხვევაში ჯარიმა 50 ლარით განისაზღვრა.

კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმა გაორმაგდება აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევაში.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორები ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და მისი პირველი მოადგილე ლადო კახაძე არიან.

ცვლილებების ინიცირება 29 ნოემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

 

Print