ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი აჭარბებს გამოჯანმრთელებულების რაოდენობას
FaceBook
ბოლო ორი დღეა საქართევლოში კორონავირუსით დაინფიცირებულების რიცხვი  გამოჯანმრთელებულების სტატისტიკას აჭარბებს. 

27 ნოემბრის მონაცემით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 058 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 2 157 ადამიანი.

26 ნოემბერს გამოჯანმრთელდა 3742 ადამიანი, თუმცა, დაინფიცირდა 4534 პირი.

მსგავსი შემთხვევა საქართველოში კიდევ რამდენჯერმე დაფიქსირდა. 


ინფიცირების მატების პარალელურად, დაბალია აცრების ყოველდღიური მაჩვენებელი. 

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია  992 374 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.7%

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 140 492 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 40.1%.


Print