ახალი ამბები
რა ეღირება მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება?!
FaceBook
მართვის მოწმობის ასაღები თითო გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება 90 ლარი ეღირება. ამის შესახებ ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

არ იცვლება დახურულ მოედანზე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების საფასური. უცვლელი რჩება თეორიული გამოცდის ღირებულებაც და ის ისევ 40 ლარი იქნება. 

"დახურული მოედნისთვის და თეორიული გამოცდისთვის საფასური არ იცვლება. კანდიდატი თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ შეძლებს ხუთ უფასო გასვლას დახურულ მოედანზე და ამ კუთხით შეზღუდვა არ ექნება იმ საფასურში, რასაც დღეს იხდის. ხოლო, ქალაქის პირობებში, საფასური იცვლება და როგორც კანონში არის მითითებული, B და BE კატეგორიისთვის საფასური შეადგენს 90 ლარს ერთჯერადად გასვლაზე"
,- განაცხადა მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ იმედა მაკასარაშვილმა.

კანონპროექტი მესამე მოსმენით უკვე მიღებულია. ახლად დამტკიცებული რეგულაციებით კი, მართვის მოწმობის გამოცდა რეალურ მოძრაობაში B და BE კატეგორიებისთვის 2022 წლის 25 აპრილიდან იქნება სავალდებულო.
Print