ახალი ამბები
რესტორნებს სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვა ეხსნებათ
FaceBook
რესტორნები მუშაობას 23:00 საათზე აღარ დაასრულებენ.

ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

"რესტორნებს, რომელთაც პირველი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ "მწვანე პასპორტებით", მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე,"
- განაცხადა მან.


რესტორნები რამდენიმე თვეა მუშაობას 23:00 საათზე ასრულებენ.

პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტი ამოქმედდება. ეს სტატუსი მიენიჭება იმ ადამიანებს, რომლებიც ორჯერ აცრილები არიან, ან კოვიდი გადატანილი აქვთ, ასევე იმათ, ვინც პისიარ ტესტი ჩაიტარა ( პისიარ ტესტს 72 საათი აქვს ვადა), ან რომლებსაც 24 საათის განმავლობაში სწრაფი ტესტი ექნებათ აღებული. ასეთ შემთხვევაში, მათ ეძლევათ სპეციალური კოდიანი ფურცელი, რომლითაც დგინდება, რომ ასეთი ადამიანები გარშემომყოფთათვის უსაფრთხონი არიან.

მოქალაქეები მხოლოდ "მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტებში, რესტორნებში, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში, სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე.

18 წლამდე მოქალაქეებისთვის ობიექტში შესასვლელად "მწვანე პასპორტი" სავალდებულო არ არის.

სერთიფიკატის მოთხოვნა მხოლოდ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებზე გავრცელდება.
Print