ახალი ამბები
სამტრედიაში "სილქნეტის" შენობა დაიწვა
FaceBook
სამტრედიაში, რუსთაველის ქუჩაზე ატეესის ყოფილი შენობა დაიწვა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. შენობაში  ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შენობა კომპანია "სილქნეტს" ეკუთვნის, თუმცა, ის ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.


ფოტო: გურია news
Print