ახალი ამბები
ქუთაისში 2022 წელს როკ მუსიკის ფესტივალი ჩატარდება
FaceBook
ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის თქმით,  2022 წელს ქალაქში როკ მუსიკის ფესტივალი ჩატარდება.
ამისთვის მომდევნო წლის ადგილობრივ ბიუჯეტში 30 000 ლარი გამოიყოფა.

იოსებ ხახალეიშვილის განმარტებით, კულტურული სფეროს მიმართულებით  მუშაობა მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ასევე გაიმართება დამეგობრებული ქალაქების ფესტავალიც, რომლისთვისაც ბიუჯეტში 70 000 ლარი იქნება განსაზღვრული.

საერთო ჯამში, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ბიუჯეტში კულტურული სფეროს განვითარებისათვის 8 845 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.

2022 წლის   ბიუჯეტის პრიორიტეტები ნახეთ აქ.
Print