ახალი ამბები
თემურ ცამციშვილი იმერეთის ყოფილ გუბენატორს სოციალური ქსელით პასუხობს
FaceBook
პოლიტიკური პარტია "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე იმერეთის ყოფილი გუბერნატორის, ლაშა მაქაცარიას განცხადებას სოციალური ქსელით ეხმაურება.

თემურ ცემციშვილმა განცხადება ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გააკეთა.

"ლაშა მაქაცარია ნამდვილად იდგა ჩემს გვერდით და სულ მეგონა რომ ეს მეგობრობიდან გამომდინარე იყო და არა პარტიული მიზანშეწონილობით განპირობებული, არ ვაპირებ ჭორაობას და ჩემს ადგილს ამ ქალაქში განსაზღვრავს მომავალი,რაც შეეხება ახალ პოლიტიკურ ცენტრს ფაქტია მისი რეიტინგი ბევრს აღიზიანებს," - აღნიშნავს თემურ ცამციშვილი სოციალური ქსელით.

იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ლაშა მაქაცარიამ პოლიტიკური პარტია "გირჩი" გააკრტიტიკა და
მას პოლიტიკურად ნული უწოდა.

მაქაცარიამ ასევე, "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის გადაწყვეტილება არაპოლიტიკურად შეაფასა და აღნიშნა, რომ თემურ ცამციშვილს მის გარშემო შეკრული ჯგუფი შეუჩნდა და დააბოლეს.

Print