ახალი ამბები
ბიზნესობიექტების თანამშრომელთა ტესტირებას სახელმწიფო აღარ დააფინანსებს
FaceBook
ბიზნესის ნაწილს, კორონავირუსზე თანამშრომელთა ტესტირება საკუთარი ხარჯებით მოუწევს.

ცვლილება იმ ობიექტებს შეეხება, რომელთაც 30 და მეტი თანამშრომელი ჰყავს.


ამის შესახებ მთავრობის 18 ნოემბრის დადგენილებაშია აღნიშნული.

ცვლილების მიხედვით, პირველი იანვრიდან ბიზნესსუბიექტის თანამშრომელთა ტესტირებას სახელმწიფო არ დააფინანსებს და ხარჯის საკუთარ თავზე აღება ბიზნესს მოუწევს.

,, თანამშრომელთა გატესტვა სახელმწიფოს მხრიდან აღარ დაფინანსდება - სავაჭრო ცენტრებში (ე. წ. მოლები), ბაზრებში და ბაზრობებზე (გარდა აგრარული), საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში (გარდა სასურსათო მაღაზიების, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარიული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციის, ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ობიექტებისა)''-, აღნიშნულია დადგენილებაში.

ბიზნესობიექტებზე დასაქმებულები ყოველ 14 დღეში ერთხელ ანტიგენის სწრაფი ტესტით ან PCR მეთოდით იტესტებიან, რასაც ამ დრომდე სახელმწიფო აფინანსებს.
Print