ახალი ამბები
18 წლამდე მოქალაქეებს "მწვანე პასპორტის'' წარდგენის ვალდებულება არ ექნებათ
FaceBook
18 წლამდე მოქალაქეებისთვის ობიექტში შესასვლელად "მწვანე პასპორტი" სავალდებულო არ არის.
სერთიფიკატის  მოთხოვნა მხოლოდ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებზე გავრცელდება.


ვაქცინაციის მინიმალურმა ასაკმა საქართველოში 12 წლამდე დაიწია.

12 წლიდან ვაქცინაცია დასაშვებია იმ მოზარდებისთვის, რომლებიც რისკჯგუფებს განეკუთვნებიან. იმუნიზაციის პროცესში ბავშვების ჩართვა მხოლოდ "ფაიზერის" ვაქცინით არის შესაძლებელი.

პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტი ამოქმედდება. ეს სტატუსი მიენიჭება იმ ადამიანებს, რომლებიც ორჯერ აცრილები არიან, ან კოვიდი გადატანილი აქვთ, ასევე იმათ, ვინც პისიარ ტესტი ჩაიტარა ( პისიარ ტესტს 72 საათი აქვს ვადა), ან რომლებსაც 24 საათის განმავლობაში სწრაფი ტესტი ექნებათ აღებული. ასეთ შემთხვევაში, მათ ეძლევათ სპეციალური კოდიანი ფურცელი, რომლითაც დგინდება, რომ ასეთი ადამიანები გარშემომყოფთათვის უსაფრთხონი არიან.

მოქალაქეები მხოლოდ "მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტებში, რესტორნებში, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში, სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე.
Print