ახალი ამბები
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება
FaceBook
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები და სიკვდილიანობა იზრდება.


ჯანმოს მონაცემებით, გასულ კვირას ინფიცირების 3,6 მილიონამდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 51 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა. ახალი შემთხვევებიდან 67% ევროპაში დაფიქსირდა, რაც გასული კვირის მონაცემებს 11 %-ით აღემატება.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი მსოფლიოში კორონავირუსის 3 597 398 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 53,373 ადამიანი.

ინფიცირებულთა სტატისტიკით პირველ ადგილზეა აშშ, შემდეგ მოდის გერმანია, შემდეგ კი გაერთიანებული სამეფო.
Print